"რეალმა" პეპეს ვიდეოზე სასამართლო წააგო

25-01-2017, 14:57

მოგეხსენებათ, 2013 წელს ერთ-ერთმა კატალონიურმა არხმა მადრიდის "რეალის" ცენტრალურ მცველ კეპლერ პეპეზე ვიდეო გააშუქა, სადაც ფეხბურთელი ჰანიბალს შეადარეს. "სამეფო კლუბმა" ამ ვიდეოზე მალევე შეიტანა სარჩელი სასამართლოში და პირველ ეტაპზე მოიგო კიდეც. კატალონიურ ტელევიზიას მაშინ 20'000 ევროს გადახდა მოუწიათ. თუმცა თეთრები ამაზე არ გაჩერდნენ და გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციებში გაასაჩივრეს, დღეს კი მათ სარჩელზე პასუხი ოფიციალურად გავრცელდა.

ესპანეთის უმაღლესმა სასამართლომ მადრიდის "რეალის" მოთხოვნა, რომ "Televisio De Catalanya"-ს ვიდეოს გავრცელებისთვის ჯარიმის სახით 6 მილიონი ევრო გადაეხადა, არ მიიღო.

აქვე გთავაზობთ აღნიშნულ ვიდეოს და თავად განსაჯეთ, რამდენად იმსახურებს კატალონიური ტელევიზია მრავალმილიონიან სასჯელს.

 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

Sport:"ჩაკვეტაძემ გამოცდა ჩააბარა"

დაგვიმეგობრდით