რონალდინიო, შესაძლებელია, "ბარსელონას" ელჩი გახდეს

25-01-2017, 20:10

ბრაზილიელი ფეხბურთის ვარსკვლავი რონალდინიო, შესაძლებელია, "ბარსელონაში" დაბრუნდეს, ოღონდ სრულიად განსხვავებულ ამპლუაში. სამხრეთ ამერიკელი ახლოსაა კატალონიური გრანდის ლეგენდების გუნდის წევრი გახდეს და კლუბის საერთაშორისო ელჩის სტატუსი მოირგოს.

რონალდინიო "ბარსელონას" ღირსებას 2003-2008 წლებში იცავდა. ამ დროის განმავლობაში მან 70 გოლის გატანა მოახერხა, მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ორჯერ გახდა ოქროს ბურთის გამარჯვებული. მისმა ტექნიკამ, მოძრაობებმა და თამაშის სტილმა ბევრი გულშემატკივრის გული სამუდამოდ მოიგო, იგი "ბარსელონაში" თამაშის პერიოდში კლუბის სახედ აღიქმებოდა.

36 წლის ასაკშიც ბრაზილიელი ვირტუოზი ფეხბურთის თამასს არ წყვეტს. ცოტა ხნის წინ მან კონტრაქტი "კურიტიბასთან" გააფორმა და როგორც აცხადებს, ახალი გამოწვევების მისაღებად მზადაა, თუმცა "ბარსელონას" შეთავაზებამ ელჩობის თაობაზე, შესაძლებელია, მისი გეგმები შეცვალოს.



  • beka10
  • 25 იანვარი 2017 20:10
საფეხბურთო გენიოსი !! რონიი !

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ "ბათუმის დინამოს" ფეხბურთელი დაასახელეს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით