"ინტერი" დიდი ტრანსფერებისთვის ემზადება

25-01-2017, 23:24

იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზაფხულში მილანის "ინტერი" გრანდიოზულ ტრანსფერებს შემოგვთავაზებს. წყაროს ინფორმაციით, მილანური გუნდის ჩინური ბორდი მარკო ვერატის, სერხიო აგუეროსა და იან ობლაკის გადაბირებას აპირებს.

უკანასკნელ დიდ ევროპულ წარმატებას "ინტერმა" 2010 წელს მიაღწია და როგორც აცხადებენ, დროა გუნდს ძველი დიდება დაუბრუნდეს. ნახევარდაცვის გასაძლიერებლად ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტად "ნერაძურის" ხელმძღვანელობა მარო ვერატის მიიჩნევს, თუმცა ასევე განიხილავენ სათადარიგო ვარიანტებსაც (ლუკას ბილია, ლორენცო პელეგრინი და მარკო ბენასი).

მთავარი ვარსკვლავი, რომლის გადაბირებასაც "ინტერი" შეეცდება, სერხიო აგუეროა. არგენტინელმა "მანჩესტერ სიტისთან" ერთად პრემიერლიგა ორჯერ მოიგო, ხოლო ჩატარებულ 230 თამაშში 154 გოლი გაიტანა.

მიმდინარე სეზონში "ინტერი" იტალიის ჩემპიონატში მე-9 ადგილს იკავებს.



  • beka10
  • 25 იანვარი 2017 23:34
ძძალიან მაგარი იქნება

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით