მარადონა: "როლანდომ ეს დაიმსახურა, საუკეთესო სწორედ ის უნდა გამხდარიყო"

25-01-2017, 23:32

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთლმა, მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონმა დიეგო მარადონამ საინტერესო განცხადება გააკეთა. ისტორიაში ერთერთი გამორჩეული ფეხბურთელის აზრით, 2016 წელს კრისტიანო რონალდომ საუკეთესოს წოდება დამსახურებულად მოიპოვა და საკუთარი თანამემამულე ლიონელ მესი ამ ტიტულთან ახლოსაც ვერ იყო.

"ყველამ იცის, რომ ჩემთვის ლიონელ მესი საუკეთესოა. იგი ფენომენალურია და მსოფლიოს ყველა დროის უდიდეს ფეხბურთელთა შორის ადგილს გარანტირებულად მოიპოვებს"

"მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ გასულ წელს საუკეთესოს წოდებასთან იგი ახლოსაც არ ყოფილა. ოქროს ბურთი რონალდოს უნდა მოეგო და ეს ასეც მოხდა. მადრიდის "რეალმა" საკლუბო დონეზე ყველა მეტოქე დაჩაგრა, ხოლო პორტუგალიის ნაკრებთან ერთად მოპოვებულმა ევროპის ჩემპიონის ტიტულმა კითხვის ნიშნები საბოლოოდ გააქრო, კრისტიანომ ეს აღიარება დაიმსახურა". - განაცხადა მარადონამ.

შეგახსენებთ, რომ დიეგოს თანამემამულე მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად 2009, 2010, 2011, 2012 და 2015 წლებში დაასახელეს.



  • beka10
  • 25 იანვარი 2017 23:35
დიდი დიეგო <3

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ "ბათუმის დინამოს" ფეხბურთელი დაასახელეს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით