ლუის ენრიკეს ადგილს ხუან უნსუე დაიკავებს

25-01-2017, 23:44

ესპანური სპორტული გამოცემა Diario Sport საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, მომდევნო ზაფხულს კატალონიის "ბარსელონას" გუნდის ამჟამინდელი დამრიგებელი ლუის ენრიკე დატოვებს, ხოლო მის ადგილს ენრიკეს ასისტენტი ხოსე კარლოს უნსუე დაიკავებს.

ლუის ენრიკეს გუნდიდან გაშვებაზე საუბარი უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს, პრესა მის შესაძლო შემცვლელებსაც ასახელებდა, მათ შორის ერნესტო ვალვერდეს, მაურისიო პოჩეტინოსა და სხვებს. თავად ენრიკე ჯერჯერობით განცხადებას არ აკეთებს და როგორ განვითარდება მოვლენები ზაფხულამდე, უცნობია.

რაც შეეხება უნსუეს, იგი 49 წლის გახლავთ და ლუის ენრიკეს ასისტენდი ჯერ კიდევ "სელტაში" იყო. მანამდე იგი "ნუმანსიასა" და სანტანდერის "რასინგს" ავარჯიშებდა. ენრიკე-უნსუეს დუეტმა "ბარსელონას" ორჯერ ესპანეთის ჩემპიონატი, ორჯერ ესპანეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერ თასი, ესპანეთის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოაგებინა.



  • beka10
  • 25 იანვარი 2017 23:44
namdvilad sainteresoa

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

Sport:"ჩაკვეტაძემ გამოცდა ჩააბარა"

დაგვიმეგობრდით