სამუელ ეტო'ო კარიერას "ამკარში" გააგრძელებს

26-01-2017, 19:48

კატალონიის "ბარსელონას" ლონდონის "ჩელსისა" და მილანის "ინტერის" ყოფილი თავდამსხმელი კამერუნელი სამუელ ეტო'ო კარიერას რუსეთის "ამკარში" გააგრძელებს. 35 წლის აფრიკელმა ფეხბურთელმა ამ ყველაფრის შესახებ საზოგადოებას საკუთარი სოციალური ქსელის მეშვეობით ამცნო.

ეტო'ოს უკანასკნელი კლუბი თურქული "ანტალიასპორი" იყო, სადაც მან 46 შეხვედრაში 26 გოლის გატანა მოახერხა, ხოლო კარიერის საუკეთესო წლები, როგორც აღინიშნა, კამერუნელმა "ბარსელონასა" და "ინტერში" გაატარა. ამ ორი გუნდის შემადგენლობაში მან ჯამში 144 მატჩი ჩაატარა, რომელთა განმავლობაში მეტოქის მეკარეთა დამწუხრება 76-ჯერ მოახერხა.

საკუთარ კარიერაში ეტო'ომ ჩემპიონთა ლიგა სამჯერ მოიგო. მისმა ტრანსფერმა 2013 წელს მახაჩკალის "ანჟიში" დიდი გამოხმაურება მოიპოვა. იმ დროისთვის იგი მსოფლიოში ერთერთი ყველაზე მაღაანაზღაურებადი მოთამაშე იყო, მოსკოვში ცხოვრობდა და მახაჩკალაში კერძო თვითმფრინავით დადიოდა.



  • beka10
  • 26 იანვარი 2017 19:48
kai kacia :D :D :D ro ar cherdeba

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით