ალბა: "რეალი იმიტომ აღარ თამაშობს თასზე, რომ ის გავარდა"

27-01-2017, 22:52

მოგეხსენებათ, ოთხშაბათს გაიმართა ესპანეთის თასის 1/4 ფინალური მატჩი, რომელშიც ვიგოს "სელტამ" მადრიდის "რეალს" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა, ორი მატჩის ჯამში კი ვიგოელებმა ანგარიშით 4:3 იმარჯვეს და "სამეფო კლუბი" გამოთიშეს ასპარეზობას.

აღნიშნულ ფაქტზე დღეს კატალონიის "ბარსელონას" განაპირა მცველმა, ხორდი ალბამ ისაუბრა:

"ზოგჯერ ისეც ხდება, რომ გუნდი აგებს. მადრიდის "რეალიც" სწორედ იმის გამო აღარ თამაშობს სამეფო თასზე, რომ ის გავარდა. როგორც კულეს, რა თქმა უნდა, მადრიდული გუნდის წაგება ყოველთვის მიხარია." - განაცხადა ესპანელმა მცველმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ასევე გაიმართა სამეფო თასის 1/2 ფინალური ეტაპის კენჭისყრა და გაირკვა, რომ "ბარსელონას" ჩემპიონატის ამ ეტაპზე მადრიდის "ატლეტიკო" შეხვდება.



avtandil shoshiashvilia alba ki ara

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით