ჯოვინკო: "ბარსელონას" შემოთავაზებაზე უარი ვუთხარი"

28-01-2017, 21:26

იტალიელმა თავდამსხმელმა სებასტიან ჯოვინკომ ერთერთ აპენინურ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ გასულ წელს იჯარის წესით კატალონიის "ბარსელონაში" გადასვლა შეეძლო, თუმცა კატალონიის დედაქალაქში მას რიგითი როლის მორგება არ სურდა.

ჯოვინკო 2015 წელს ამერიკაში, "ტორონტოში" გადაბარგდა, ხოლო როდესაც შტატების საფეხბურთო ლიგაში შესვენება იყო, ფეხბურთელის განცხადებით, კატალონიიდან წინადადება სწორედ მაშინ მიიღო.

"დიახ, "ბარსელონას" სურდა მათ შემადგენლობაში მეთამაშა, თუმცა ბურთის მომტანი ბიჭის ამპლუაში ყოფნას არ ვაპირებდი. კატალონიელთა შემტევ ტრიოსთან ერთად თამაში ნამდვილად არ მსურდა და არც ახლა მსურს".

"ტორონტოში" თავს ბედნიერად ვგრძნობ, მენდობიან, ჩემი ჯერათ და მეც მსურს გუნდის გულშემატკივრის იმედები გავამართლო. ასევე მინდა ვთქვა, რომ იტალია საერთოდ არ მენატრება. როდესაც "იუვენტუსი" დავტოვე, მას შემდეგ მტკიცედ გადავწყვიტე, რომ არცერთ იტალიურ გუნდში აღარ ვითამაშებდი". - განაცხადა 29 წლის ჯოვინკომ.



  • beka10
  • 28 იანვარი 2017 21:27
ატომური ჭიანჭველა.... ნეტა ვინ გეპატიჟებპდა

Arc gamigia ro amas shestavaza barcam kontracti

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩაკვეტაძე ბეილზე წინ, ქართველი ტალანტის უდიდესი მიღწევა

დაგვიმეგობრდით