"მანჩესტერ სიტიმ" ანტისადოპინგო კანონის დარღვევა აღიარა

28-01-2017, 22:05

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ მიმდინარე წლის 11 იანვარს "მანჩესტერ სიტის" ანტისადოპინგო კანონის დარღვევაში ბრალი დასდო. გუნდის ხელმძღვანელობამ დანაშაული აღიარა, თუმცა რა სადამსჯელო ღონისძიებები გატარდება "ქალაქელთა" წინააღმდეგ, ჯერჯერობით უცნობია.

საქმე იმაშია, რომ ნებისმიერი კლუბი ვალდებულია ასოციაციის სპეციალურ ორგანოს ფეხბურთელთა ადგილმდებარეობის შემსახებ ინფორმაცია მუდმივად მიაწოდოს, რათა მოთამაშეთა დოპინგზე შემოწმება პერმანენტულად განხორციელდეს. "სიტის" სწორედ აღნიშნული კანონის დარღვევაში ედავებოდნენ. კლუბი ინგლისური ფეხბურთის მმართველო ასოციაციას მოთამაშეთა შესახებ ინფორმაციას არ აწვდიდა.

ამ მომენტისთვის არც ინგლისური ფეხბურთის მმართველები და არც უშუალოდ "სიტის" წარმომადგენლები ოფიციალურ განცხადებას არ ავრცელებენ, თუმცა თუ ბრიტანულ მედიას დავუჯერებთ, სასჯელი მკაცრი იქნება.

  • beka10
  • 28 იანვარი 2017 22:08
არასწორები ესენი ...

  • ogafa
  • 29 იანვარი 2017 00:02
დარხევიათ მაგრად

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გრანადას მწრთვნელი: "ჩემი მოლოდინი გამართლდა"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით