"ბეტისი" - "ბარსელონა"

29-01-2017, 13:21

დღეს, თბილისის დროით 15:00-ზე ესპანეთის ჩემპიონატის მე-20 ტურის შეხვედრაში "ბეტისი" "ბარსენალს" უმასპინძლებს. კატალონიელები ბოლო პერიოდში კვლავ შესანიშნავ ფორმაში შევიდნენ, ჩემპიონატში თამაშები მიჯრით მოიგეს და საჩემპიონო რბოლაშიც ჩაებნენ. მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთის მოქმედი ჩემპიონები სევილიაში საკადრო პრობლემებით ჩავიდნენ, მესი სუარესი და ნეიმარი ფორმაში არიან, შესაბამისად მეტოქის მცველებს ძალიან უნდა გაუჭირდეთ. რაც შეეხება "ბეტისს", ეს გუნდი მე-14 ადგილიზეა და საკმაოდ ბევრ გოლსაც უშვებს. დიდი ალბათობით, კატალონიელები მეტოქის კარში მინიმუმ 2 ბურთის გატანას მოახერხებენ.

FOOTBALLNEWS.GE-ის ექსპერტის სავარაუდო პროგნოზია "ბარსელონას" 1.5-ზე მეტი გოლი, კოეფიციენტი - 1.35



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ჩატი

დაგვიმეგობრდით