ნეიმარი მსაჯების შეცდომას გამოეხმაურა

29-01-2017, 20:17

დღეს გაიმართა ლა ლიგის მე-20 ტურის მატჩი, რომელშიც "ბეტისმა" კატალონიის "ბარსელონას" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ მატჩში მსაჯმა არაერთი უხეში შეცდომა დაუშვა. მათ შორის, თამაშის ბოლო წუთებში, როცა ანგარიში ჯერ კიდევ 1:0 იყო, მთავარმა არბიტრმა კატალონიელების გატანილი გოლი არ ჩათვალა. მისი აზრით, ბურთს კარის ხაზი სრულად არ გადაუკვეთავს. თუმცა გამეორებაზე გამოჩნდა, რომ გოლი უნდა ჩათვლილიყო.

აღნიშნულ ეპიზოდს "ბარსელონას" ბრაზილიელი შემტევი, ნეიმარ ჯუნიორი სოციალურ ქსელში დაცინვით გამოეხმაურა:

 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩაკვეტაძე ბეილზე წინ, ქართველი ტალანტის უდიდესი მიღწევა

დაგვიმეგობრდით