მესი: "ჩემი შვილი ფეხბურთს ვერ იტანს"

29-01-2017, 22:26

კატალონიის "ბარსელონას" ვარსკვლავი, მსოფლიოს 5 გზის საუკეთესო ფეხბურთელი ერთერთ უკანასკნელ ინტერვიუში გამოტყდა, რომ მის შვილს ფეხბურთი საერთოდ არ უყვარს და ამ სპორტის მიმართ ინტერესს ვერ გრძნობს.

როგორც ლეომ განაცხადა, პატარა ტიაგოს საერთოდ არ აღელვებს ის კავშირი, რომელიც მამამისს ფეხბურთთან აქვს და ეს ფაქტორი მისი დამოკიდებულის შეცვლას ფეხბურთისადმი არ განაპირობებს.

"ტიაგოსთვის ბურთის ყიდვას და ფეხბურთის თამაშის შეთავაზებას აზრი არ აქვს, იგი ამ სპორტს უბრალოდ ვერ იტანს, თუმცა იმედს არ ვკარგავ, "ბარსელონა" ახალ პროექტზე მუშაობს, რომელშიც ჩემი შვილები იქნებიან ჩართულნი. ძალიან მინდა მათ ფეხბურთი უყვარდეთ". - განაცხადა მესიმ.

შეგახსენებთ, რომ ტიაგო მესი 2012 წელს დაიბადა, ხოლო მატეო მესი - 2015-ში.



  • beka10
  • 29 იანვარი 2017 22:28
პატარა ტიაგიტო ნახე :D

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

Sport:"ჩაკვეტაძემ გამოცდა ჩააბარა"

დაგვიმეგობრდით