ფიფას განახლებულ რეიტინგში საქართველომ კვლავ უკან დაიხია

30-01-2017, 17:21

მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ წევრი ნაკრებების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ეროვნული გუნდი 121-ე პოზიციას იკავებს. წინა მაჩვენებელთან შედარებით ვლადიმერ ვაისის გაწვრთნილებმა 3 საფეხურით უკან დაიხიეს.

მოგეხსენებათ, იანვარში საქართველოს ნაკრებმა დუბაიში ორი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა. გადახალისებული შემადგებლობით მოთამაშე გუნდმა უზბეკეთის ნაკრებთან მატჩი ფრედ, 2:2 დაასრულა, ხოლო იორდანიასთან მინიმალური სხვაობით, 0:1 დამარცხდა. რეიტინგში უკუსვლაც სწორედ აღნიშნულმა თამაშებმა განაპირობა.

ფიფას რეიტინში საქართველოზე წინ კანადის, ერაყის, ომანის, ესტონეთის, ეკვატორული გვინეის, მავრიტანიისა და სხვა საფეხბურთო ტრადიციებს მოკლებული ქვეყნის ნაკრებები იმყოფებიან.

მორიგ შეხვედრას სლოვაკი სპეციალისტის გაწვრთნილი კოლექტივი 24 მარტს სერბეთის წინააღმდეგ თბილისში ჩაატარებს.



  • beka10
  • 30 იანვარი 2017 17:22
სირცხვილია, შეცვალეთ რამე!

  • Ika996
  • 31 იანვარი 2017 10:06
Ehh imedic agar maqvs ukve

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით