ბექემი: "ბარსელონაზე უარი "რეალის" გამო ვთქვი"

30-01-2017, 19:22

მანჩესტერ "იუნაიტედისა" და მადრიდის "რეალის" ლეგენდარულმა ნახევარმცველმა, დევიდ ბექემმა წარსული გაიხსენა და განაცხადა, რომ მას "ბარსაში" გადასვლის შანსი ჰქონდა, მაგრამ ამ გუნდზე უარი "სამეფო კლუბის" გამო თქვა.

როგორც ფეხბურთელი აცხადებს, "წითელი ეშმაკები" მისი თანხმობის გარეშე ურიგდებოდნენ "ბლაუგრანას", თუმცა ტრანსფერი შემდეგ თავად ბექემმა ჩაშალა.

"ეს არ გახლდათ სამაგიეროს გადახდა. მართალია, მე გაბრაზებული ვიყავი, რადგან არაერთი მნიშვნელოვანი თამაში გამოვტოვე იმ სეზონში, თუმცა წასვლის მიზეზი ეს არ ყოფილა."

"მე შესვენება მქონდა, როდესაც ჩემმა მეგობარმა Sky Sports-იდან დამირეკა და მითხრა, რომ "იუნაიტედი" და "ბარსელონა" ჩემს ტრანსფერზე თანხმდებოდნენ. მე კი ვუპასუხე: 'ეს არ არის სწორი, ამის შესახებ არაფერი ვიცი'."

"ამბის გაგებისთანავე გავფრინდი ინგლისში და პიტერ კენიონს ვესაუბრე. მან დამიდასტურა, რომ გუნდები მართლაც შეთანხმდნენ ტრანსფერზე."

"ამის შემდეგ ვესაუბრე აგენტს და განვუცხადე, რომ კლუბს ვტოვებდი. ოღონდ, მე მივდიოდი არა "ბარსელონაში" არამედ მადრიდის "რეალში". შემდეგ "სამეფო კლუბის" პრეზიდენთან მქონდა შეხვედრა და საბოლოოდ ტრანსფერიც შედგა." - განაცხადა ლეგენდარულმა ნახევარმცველმა.

შეგახსენებთ, რომ დავიდ ბექემი მადრიდის "რეალში" 2003 წელს, 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა.



  • Ika996
  • 31 იანვარი 2017 10:04
Shenc kargad gichalichia

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრებმა ვარჯიში სრული შემადგენლობით ჩაატარა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით