რაკიტიჩი გასული წლის საუკეთესო გუნდურ მოთამაშედ აღიარეს

30-01-2017, 20:00

კატალონიურმა გამოცემამ El Mundo Deportivo-მ გასული წლის საუკეთესო გუნდური მოთამაშე დაასახელა. აღნიშნული პრიზის გამარჯვებული "ბარსელონას" ცენტრალური ნახევარმცველი, ივან რაკიტიჩი გახდა.

28 წლის ნახევარმცველმა წლის საუკეთესო მოთამაშის წოდება ისტორიაში პირველად მოიპოვა. როგორც გამოცემა წერს, რაკიტიჩმა აღნიშნული პრიზი მისი "ბარსელონასა" და ხორვატიის ეროვნულ ნაკრებში კარგი თამაშის წყალობით მოიპოვა.

"იგი გუნდის ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი გახლდათ. სწორედ მისი წყალობით უთავისუფლდებოდათ მესის, ნეიმარსა და სუარესს თავისუფალი ზონები შეტევის ხაზში." - წერია სტატიაში.

შეგახსენებთ, რომ ხორვატი ნახევარმცველი კატალონიურ გრანდს 2014 წლის ზაფხულში შეუერთდა, ანდალუსიის "სევილიადან".



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ "ბათუმის დინამოს" ფეხბურთელი დაასახელეს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით