მარადონა: "ნარკოტიკების მიღება "ბარსელონაში" ყოფნის დროს დავიწყე"

30-01-2017, 20:06

იტალიური "ნაპოლის" ლეგენდარულმა შემტევმა, დიეგო არმანდო მარადონამ თავისი კარიერა გაიხსენა და განაცხადა, რომ ნარკოტიკების მიღება თავდაპირველად კატალონიის "ბარსელონაში" თამაშის პერიოდში დაიწყო.

"მე მხოლოდ 24 წლის ვიყავი, როდესაც ეს ყველაფერი დაიწყო. ამ პერიოდში მე "ბარსას" ღირსებას ვიცავდი. ვთვლი, რომ ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი შეცდომა იყო."

"როდესაც 2004 წელს კომაში ვიყავი, ქალიშვილი ლოცულობდა ჩემს გადასარჩენად. ნარკოტიკებს ადამიანის მოკვლა შეუძლია. ღმერთის წყალობით ახლა მე აქ ვარ. უკვე 13 წელია ნარკოტიკი არ მიმიღია და ამის გამო ბედნიერი ვარ." - განაცხადა ლეგენდარულმა ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ მარადონა პირველად ნარკოტიკის გამო სკანდალში 1991 წელს გაეხვა, როდესაც მან დისკვალიფიკაცია მიიღო. ამის შემდეგ კი, 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მან დოპინგ ტესტი ჩააგდო და ტურნირის გამოტოვება მოუწია.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩაკვეტაძე ბეილზე წინ, ქართველი ტალანტის უდიდესი მიღწევა

დაგვიმეგობრდით