"არსენალი" - "უოტფორდი"

31-01-2017, 15:25

დღეს, თბილისის დროით 23:45-ზე ლონდონის "არსენალი" საკუთარ მოედაზე "უოტფორდს" მიიღებს. "მეთოფეები" ამ მომენტისთვის 47 ქულით პრემიერლიგაში მე-2 ადგილზე იმყოფებიან და იმისთვის, რომ ლიდერ "ჩელსის" კიდევ უფრო ძალიან არ ჩამორჩნენ და მდევრებთან უპირატესობა გაზარდონ, ქულების მოპოვება ძალიან სჭირდებათ. თანაც, გუნდი კარგ ფორმაშია, ინგლისის თასის ბოლო შეხვედრაში გასვლაზე "საუთჰემპტონი" 5:0 გაანადგურა. რაც შეეხება "უოტფორდს", ეს გუნდი მე-14 ადგილზეა და პრემიერლიგაში თამაში ბოლოს 10 დეკემბერს მოიგო. "არსენალი", რომელსაც მიმდინარე სეზონში უკვე 50 გოლი აქვს გატანილი, სავარაუდოდ, 2 ბურთის გატანას დღევანდელ შეხვედრაშიც მოახერხებს.

FOOTBALLNEWS.GE-ის ექსპერტის სავარაუდო პროგნოზია "არსენალის" 1.5-ზე მეტი გოლი, კოეფიციენტი - 1.35



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ჩატი

დაგვიმეგობრდით