ოფიციალურად: "ბარსელონამ" ბუენო შეიძინა

31-01-2017, 22:28

ურუგვაის 20-წლამდელთა ნაკრებისა და "პენარიოლის" მცველი, სანტიაგო ბუენო ამიერიდან კარიერას კატალონიის "ბარსელონაში" გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია დღეს ოფიციალურად დადასტურდა.

18 წლის ფეხბურთელი ამჯამად ნაკრებთან ერთად სამხრეთ ამერიკის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე იღებს მონაწილეობას.

"ბარსელონამ და "პენარიოლმა" მიაღწიეს შეთანხმებას 18 წლის სანტიაგო ბუენოს თაობაზე. ფეხბურთელი "ბლაუგრანას" ღირსებას 2019 წლის 30 ივნისამდე დაიცავს. ურუგვაელი მცველი ახლა ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს, ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კი ოფიციალურად მოაწერს კონტრაქტზე ხელს." - წერია კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

წინასწარი ინფორმაციით კატალონიელებმა ბუენოს სანაცვლოდ 1 მილიონი ევრო გადაიხადეს.



  • tsandro
  • 31 იანვარი 2017 22:30
ვსო, ბარსას დაცვა გაუვალია!

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ "ბათუმის დინამოს" ფეხბურთელი დაასახელეს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით