"ინტერმა" "ჩელსი" უარით გაისტუმრა

1-02-2017, 10:30

"ინტერმა" ლონდონის "ჩელსი" კანდრევას თაობაზე უარით გაისტუმრა.

იტალიური გავლენიანი გამოცემის, La Gazzetta dello Sport-ის განცხადებით, ლონდონელები "ინტერის" მარჯვენა გარემარბით, ანტონიო კანდრევათი იყვნენ დაინტერესებულნი და სარფიანი თანხაც შესთავაზეს, თუმცა, იტალიელებისკან უარი მიიღეს. "არისოტრაკები" მზად იყვნენ ფეხბურთელში 30 მილიონი ევრო გადაეხადათ.

ანტონიო კანდრევა "ინტერის" ღირსებას აგვისტოს თვითან იცავს, როდესაც რომაული კლუბიდან, "ლაციოდან" შეუერთდა ნერაძურის. ფეხბურთელი მილანურმა კლუბმა 22 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადმოიბირა.

მიმდინარე სეზონში კანდრევამ 28 მატჩი ჩაატარა, სადაც 5 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. 



  • Zouma 5
  • 1 თებერვალი 2017 11:39
Cuadrado daabrunos sjobia da fb daayenos dziritadshi

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით