პირლო: "ვწუხვარ, "რეალსა" და "ბარსაში" რომ ვერ ვითამაშე"

2-02-2017, 12:36

35 წლის იტალიელი ფეხბურთელის ანდრეა პირლოს განცხადებით, ერთადერთს, რასაც საკუთარი კარიერის შესახებ წუხილით იხსენებს, არის ის, რომ მან ვერც მადრიდის "რეალისა" და ვერც კატალონიის "ბარსელონას" მაისური ვერ მოირგო.

იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ თავისი კარიერის განმავლობაში 6-ჯერ იტალიის ჩემპიონატი, 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. მისი საუკეთესო წლები "მილანსა" და "იუვენტუსთანაა" დაკავშირებული, ხოლო 2015-ში "ნიუ-იორკ სიტის" შეუერთდა.

"2010 წელს შანსი მომეცი "რეალის" ფეხბურთელი გავმხდარიყავი, თუმცა მაშინ "მილანთან" კონტრაქტი მაკავშირებდა და მისი გაწყვეტა შეუძლებელი იყო. ჯამში "როსონერიში" 10 წელი ვითამაშე და ყველაფერი მოვიგე. ასევე საამაყოა ისიც, რომ კიდევ 2 იტალიური გრანდის რიგებში მაქვს წლები გატარებული".

"კარგი იქნებოდა ძალები ესპანურ ფეხბურთშიც მომესინჯა, თუმცა ეს ასე არ გამოვიდა. ამჟამად შემიძლია გითხრათ, რომ ვისვენებ და თან პარალელურად ფეხბურთისგან დიდ სიამოვნებას ვიღებ. ეს სპორტი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მას არასდროს მოვწყდები". - განაცხადა პირლომ.



  • beka10
  • 2 თებერვალი 2017 12:37
legendaa da rac ginda tqvi

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ქინქლაძე მას არც უნდა შეადარო! ის საუკეთესო იყო"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით