რატომ შეადარა პეპმა ჟესუსი საზამთროს?

2-02-2017, 13:15

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გუარდიოლამ აღიარა, რომ გაბრიელ ჟესუსი მოულოდნელობებითაა აღსავსე და მისგან ყველაფერია მოსალოდნელი.

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა "ქალაქელების" რიგებში სადებიუტო გოლი "ვესთ ჰემის" წინააღმდეგ გაიტანა. მან ასევე ასოციაციის თასის შეხვედრაში, "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ კარგი შტაბეჭდილება დატოვა.

"ჩვენ არაფრის თქმა არ შეგვიძლია. გაბრიელი საზამთროს მსგავსადაა - სანამ არ გაჭრი, მანამდე ვერ ვნახავთ კარგია თუ არა.

მას კარგი პერსპექტივა აქვს, ის შესანიშნავი ტალანტია. ჟესუს მტკიცე ხასიათი და ასევე აგრესიის უნარი გააჩნია. მას სურს გახდეს კარგი ფეხბურთელი, აქვს ამბიცია და კარიერული მიზნები. გაბრიელს უნდა, რომ მისი სახელი საფეხბურთო სამყარომ დაიმახსოვროს და ჩვენ ამაში დავეხმარებით." - განაცხადა პეპ გუარდიოლამ.

მორიგ შეხვედრას პეპის შეგირდები კვირას, "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ გამართავენ.

მართლა ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდაა

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით