აგუეროს ოჯახის წევრის სახლიდან ნარკოტიკი ამოიღეს

2-02-2017, 20:03

არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და მანჩესტერ "სიტის" ცენტრალური თავდამსხმელის, კუნ აგუეროს ერთ-ერთი ოჯახის წევრის სახლიდან ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.

კერძოდ, საქმე ეხება ფეხბურთელის ბებიას, რომელიც არგენტინაში, კერძოდ კი კილმესში ცხოვრობს. როგორც დღეს გახდა ცნობილი, მის სახლში ჩხრეკა ჩატარდა, რის შედეგადაც სამართალდამცავებმა 200 გრამი მარიხუანა იპოვეს.

როგორც არგენტინული წყაროები იტყობინებიან, გამოძიების შედეგად დაკავებული იქნა სერხიო აგუეროს ოჯახის ერთ-ერთი წევრი, თუმცა ჯერ-ჯერობით მისი სახელი არ ხმაურდება.

აგუეროს ბებიის სახლში, გარდა მარიხუანისა, ასევე სხვა ნარკოტიკული საშუალებები და მოპარული ტელეფონები იქნა აღმოჩენილი.

  • Ika996
  • 2 თებერვალი 2017 21:39
Bebo :dddddddddd

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ღმერთო, გაიზარდნენ"! - რუსული კალათბურთის ვარსკვლავი თორნინე შენგელიას "ცსკაში" გადასვლას გამოეხმაურა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით