"ინტერმა" ზაფხულის პირველი ტრანსფერი გაჩარხა

2-02-2017, 20:41

ესპანური გამოცემა GOAL-ის ინფორმაციით, მილანის "ინტერმა" ზაფხულის პირველი ტრანსფერი უკვე გაჩარხა და მას სულ მალე გააოფიციალურებენ.

წყაროს ცნობით, მილანელებმა "რომას" ბერძენი ცენტრალური მცველი, კოსტას მანოლასი გადაიბირეს. როგორც ცნობილია, "ნერაძურიმ" 25 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 22.5 მილიონი ევრო გადაიხადა, ხოლო თავად მანოლასი კი ყოველწლიურად გასამრჯელოს სახით 4.5 მილიონ ევროს მიიღებს.

ფეხბურთელს "რომასთან" კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებდა. დედაქალაქელები მანოლასს ახალ კონტრაქტსა და 1.8 მილიონ ევროს სთავაზობდნენ წელიწადში, თუმცა როგორც ჩანს, საბოლოოდ ბერძენმა მცველმა გაცილებით უფრო მაღალანაზღაურებად შემოთავაზებას დათანხმდა და მილანურ კლუბს მიაშურა.

შეგახსენებთ, რომ მანოლასი რომაულ კლუბს 2014 წელს, 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა და მის შესაძენად გარდა მილანის "ინტერისა" ასევე ლონდონის "არსენალიც" იბრძოდა.



  • Ika996
  • 2 თებერვალი 2017 21:38
Magari mcvelia

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით