რემზი "ბაიერნთან" გამოირიცხა

3-02-2017, 15:05

ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველი, აარონ რემზი კლუბს მომდევნო რამდენიმე მატჩში ვერ დაეხმარება.

უელსელმა ფეხბურთელმა დაზიანება პრემიერ ლიგის ტურში, "უოტფორდის" წინააღმდეგ მიიღო. ნახევარმცველს მოედნის დატოვება შეხვედრის მე-20 წუთზე მოუწია.

ეს ინფორმაცია "მეთოფეების" მთავარმა დამრიგებელმა, არსენ ვენგერმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ჩვენ რემზი დავკარგეთ. ვფიქრობ, რომ მისი ტრავმის ბოლომდე აღმოფრქვას დაახლოებით 21 დღე დასჭირდება." - განაცხადა ფრანგმა.

აქედან გამომდინარე, რემზი "არსენალს" პრემიერ ლიგაში "ჩელსისა" და "ჰალ სითის" წინააღმდეგ ვერ დაეხმარება. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, აარონი ასევე 1/8 ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრას "ბაიერნის" წინააღმდეგაც გამოტოვებს.

მიმდნარე სეზონში 26 წლის ნახევარმველმა 17 შეხვედრა ჩაატარა, სადაც ერთი გოლითა და ორი საგოლე გადაცემით გამოირჩა.

danaklisiaa dzan

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"სპორტი და პოლიტიკა უნდა გავმიჯნოთ, ჩვენ ჩვენი ბრძოლის ველი გვაქვს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით