"ბარსელონა" ისკოს გადაბირებას აპირებს

3-02-2017, 16:50

ესპანურ პრესაში მოულოდნელი და სკანდალური ინფორმაცია გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, კატალონიის "ბარსელონა" ამჟამად "რეალის" შემადგენლობაში მოთამაშე ისკოს გადაბირებას აპირებს. კატალონიელები ფეხბურთელის ხელში ჩაგდებას მას შემდეგ გეგმავენ, როდესაც ესპანელს "სამეფო გუნდთან" კონტრაქტი ამოეწურება.

ისკოს მიმდინარე კონტრაქტი "რეალთან" 2018 წლამდე აკავშირებს, თუმცა მხარეები ახალი შეთანხმების პირობებზე ვერ თანხმდებიან. მიმდინარე სეზონში ისკომ მხოლოდ 9 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

24 წლის ფეხბურთელი ლუიშ ფიგუს გზის გავლასთან, ოღონდ საპირისპირო მიმართულებით, ახლოსაა. ესპანური AS-ის ცნობით, "ბარსელონა" ისკოს და "რეალს" შორის მოლაპარაკებების მსვლელობას კიდევ დააკვირდება და გადაწყვეტილებას მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ლუიშ ფიგუ "ბარსელონადან" "რეალში" 2000 წელს გადავიდა.



  • beka10
  • 3 თებერვალი 2017 16:50
mokled cxeli zafxuli gvelis

  • PEREGRINE
  • 3 თებერვალი 2017 17:22
mokled isko ar gadavaa

cudi araris iskos wayvana barsashi

Manchestershi ro gadmoviyvanot jobia

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

Sport:"ჩაკვეტაძემ გამოცდა ჩააბარა"

დაგვიმეგობრდით