ვენგერმა კონტე გააფრთხილა

3-02-2017, 20:20

მომავალ უქმეებზე პრემიერლიგაში ლონდონურ დერბის ვიხილავთ, "ჩელსი" "არსენალის" წინააღმდეგ. ამ შეხვედრის წინ "მეთოფეთა" დამრიგებელმა ვიზავი ანტონიო კონტე გააფრთხილა, რომ "უოტფორდთან" წაგება გუნდმა უკვე გადაიტანა და "არისტოკრატებთან" მატჩს სრული მობილიზებით ხვდება.

"უოტფორდთან" შეხვედრამ გუნდზე უარყოფითად იმოქმედა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ბიჭებმა ძალების აღდგენა და მობიზილება სრულად მოახერხეს. ჩვენ მოედანზე უნდა გავიდეთ და "ჩელსი" დავამარცხოთ".

"ჩვენ რომ "ჩელსის" დამარცხება შეგვიძლია, წინა თამაშმაც დაადასტურა. თუ გვსურს მაღალ დონეზე დიდხანს დარჩენა, ასეთ შეხვედრებში შანსები ხელიდან არ უნდა გავუშვათ". - განაცხადა ვენგერმა.

შეგახსენებთ, რომ არსენ ვენგერს ინგლისური ფეხბურთის მმართველმა ასოციაციამ ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. "ჩელსისთან" შეხვედრაში საკუთარ გუნდს იგი სათადარიგოთა სკამიდან ვერ გაამხნევებს.



  • beka10
  • 3 თებერვალი 2017 20:20
ყველაზე დონე ტრენერი

  • Ika996
  • 4 თებერვალი 2017 19:26
3-1 venger.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ანანიძე: "ჩემი გადმოსვლის მთავარი მიზეზი ქეცბაიაა"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით