ჟესუსი ვარჯიშზე დედასთან ერთად მივიდა

4-02-2017, 10:00

მას შემდეგ, რაც გაბრიელ ჟესუსი სათამაშოდ ევროპაში გადაბარგდა, დედამისი გვერდიდან არ შორდება.

ბრაზილიელი ახალგაზრდა თავდამსხმელი "მანჩესტერ სიტის" "პალმეირასიდან" შეუერთდა. 19 წლის ფეხბურთელი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეა. ჟესუსი კარგად მოერგო პეპის ფილოსოფიას და შესაძლოა მალე გუნდის მთავარი ფეხბურთელიც გახდეს.

გაბრიელის დებიუტი "ქალაქელთა" რიგებში ლონდონის "ტოტენჰემის" წინააღმდეგ შედგა, როდესაც ცვლილებიდან გამოვიდა. მას შემდეგ ჟესუსმა "ვესთ ჰემის" წინაარმდეგაც ითამაშა, სადაც გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემაც გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ გაბრიელს ბრაზილიიდან მისი ოჯახიც ჩამოჰყვა. The Sun-ის რეპორტიორმა, "სიტის" სამწვრთნელო ბაზაზე გაბრიელი და მისი დედა დააფიქსირა, რომელიც მას ვარჯიშზე გამოჰყვა. წყაროს განცხადებით, დედამისი ჟესუს გვერდიდან არ სცილდება და ფეხბურთელსაც ეს მოსწონს.

didi talanti aqvs da pepi daexmareba

  • Ika996
  • 4 თებერვალი 2017 19:33
Kargi adamiania

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი ჩაკვეტაძე ჩემპიონთა ლიგაზე - ყველაფერი გადაწყვეტილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით