მსოფლიო ჩემპიონატზე ვიდეო რეფერი იმუშავებს

4-02-2017, 02:04

მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ვიდეო რეფერის სისტემის ამუშავებას გეგმავს. ფიფამ აღნიშნული ინოვაცია მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე შეამოწმა, რის შემდეგაც ბევრმა ანალიტიკოსმა განაცხადა, რომ ეს ყველაფერი თამაშის შეფერხებას იწვევს.

ვიდეო რეფერის სისტემა იტალიისა და ჰოლანდიის ჩემპიონატის მატჩების დროსაც გამოიცადა, საბოლოო შედეგის პრეზენტაცია მომდევნო თვეში ლონდონში გაიმართება და ყველა დეტალი სწორედ დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში გაირკვევა.

სავარაუდოა, რომ რუსეთის მუნდიალზე მომენტის შემოწმება ვიდეო რეფერის მიერ უფრო სწრაფად განხორციელებადი იქნება, ვიდრე ეს გასულ დეკემბერს იაპონიაში ჩატარებული ტურნირის მსვლელობისას იყო. შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალური შეხვედრის დროს მადრიდის "რეალის" მეორე გატანილი გოლი სწორედ ვიდეო რეფერის დასტურის შემდეგ ჩათვალეს.



  • beka10
  • 4 თებერვალი 2017 02:04
დიდებული სიახლეა, უბრალოდ ცოტა დახეწონ ტექნოლოგია

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ანანიძე: "ჩემი გადმოსვლის მთავარი მიზეზი ქეცბაიაა"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით