მარკო ვერატი პრემიერლიგის გრანდების სამიზნეშია

4-02-2017, 11:20

ფრანგული "პარი სენ-ჟერმენისა" და იტალიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი მარკო ვერატი ინგლისური გრანდების სამიზნეშია. ორი ლონდონური გიგანტი, - "ჩელსი" და "არსენალი", აპენინელისთვის ბრძოლას ზაფხულში აპირებს. ბრიტანული სპორტული პრესის ინფორმაციით, ვერატის გადაბირება ორივე გუნდისთვის  სატრანსფერო ბაზარზე მთავარი პრიორიტეტი იქნება.

24 წლის ვერატის მიმდინარე კონტრაქტი "პარი სენ-ჟერმენთან" 2021 წლამდე აკავშირებს, თუმცა მისმა აგენტმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ იტალიელის გუნდიდან წასვლა გამორიცხული არაა, რადგან მარკოს მუდმივად წინსვლა და განვითარება სჭირდება.

"ვერატის სატრანსფერო ფასი გაინტერესებთ? ის ძალიან ძვირი ღირს. იმდენად ძვირი, რომ ამ თანხას თუ ვინმე გადაიხდის, ოქროს ბულიონი მომზადდება, თუმცა მაინც ვფიქრობ, პარიზს უახლოეს მომავალში დავტოვებთ". - განაცხადა ფეხბურთელის აგენტმა.



  • beka10
  • 4 თებერვალი 2017 11:21
anu uechveli midis ra gadawyvetilia

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველო უეფა-ს ფეარ პლეის ჯილდოს მფლობელი გახდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით