უცნობი ისტორია მესის ბავშვობიდან

4-02-2017, 11:22

მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ "ბარსელონასა" და არგენტინის ნაკრების ვარსკვლავის ლიონელ მესის პირველი მწვრთნელი ედუარდო ვეკიო გარდაიცვალა. ერთერთ უკანასნელ ინტერვიუში, რომელშიც ვეკიო ჟურნალისტებს ლეოს ბავშვობაზე ესაუბრებოდა, მან გაიხსენა, როგორ ღირსეულად მოიქცა ერთ ეპიზოდში სულ პატარა მესი საფეხბურთო მოედანზე.

"კარგად მახსოვს ის მომენტი. ბურთი მიიღო, ყველას გასცდა, მეკარეც მოატყუა და მოულოდნელად გაჩერდა. გაკვირვებულები ვიყავით იმით, თუ რატომ გააკეთა მან ეს, თუმცა აღმოჩნდა, რომ მეტოქე გუნდის გოლკიპერს ტრავმა მიეღო. ლეო მსაჯთან მივიდა და თხოვა, მას დახმარებოდა".

"არ შემეძლო იმის დაჯერება, როგორც მესი მოიქცა. ამ ასაკის ბავშვისგან ასეთი საქციელი ჩემს სიცოცხლეში ნანახი არ მქონდა". - განაცხადა ვეკიომ.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონაში" წასვლამდე მესი არგენტინული "ოლდ ბოისის" ახალგაზრდულ აკადემიაში ირიცხებოდა.



  • beka10
  • 4 თებერვალი 2017 11:22
ყველაზე მაგარი კაცია აი ყველაზე

  • Ika996
  • 4 თებერვალი 2017 19:29
Messi kiara mxecia

ძაან მაგარი კაცია!

  • davit19
  • 5 თებერვალი 2017 13:02
მესი მაგარი კაცია

ამას ქვია ფეხბურთი იმას კი არა ერთმანეთს რომ გლიჯავენ

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ "ბათუმის დინამოს" ფეხბურთელი დაასახელეს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით