ჰანდანოვიჩი "ლივერპულში"?

4-02-2017, 10:30

"ინტერის" კარის დარაჯი, სამირ ჰანდანოვიჩი "ლივერპულის" ინტერესთა სფეროში მოექცა.

იტალიური ავტორიტეტული გამოცემის, Corriere dello Sport-ის განცხადებით, "მერსედაიდელთა" მთავარი დამრიგებელი, იურგენ კლოპი კლუბის ამჟამინდელი მეკარებიის, სიმონ მინიოლესა და ლორი კარიუსით თამაშით უკმაყოფილოა.

არსებული ინფორმაციით, გერმანელ მწვრთნელზე შთაბეჭდილება 32 წლის "ინტერის" გოლკიპერმა, სამირ ჰანდანოვიჩმა მოახდინა, რომლის შეძენას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეეცდება.

32 წლის სლოვენიელი ფეხბურთელი 2012 წლიდან მილანის "ინტერის" ღირსებას იცავს.

მიმდინარე სეზონში სამირმა სერია ა-ში 22 მატჩი ჩაატარა, 5 შეხვედრა ევროპის ლიგაზე, ხოლო კოპა იტალიაზე ერთი.



orive mekares ki jobs

  • Ika996
  • 4 თებერვალი 2017 19:33
Es tu gamovida mere tituli sheileba daidos

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით