პელემ ნეიმარი და რონალდუ ერთმანეთს შეადარა

4-02-2017, 13:51

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, პელემ, თანამემამულე ნეიმარ ჟუნიორი და ოთხგზის ოქროს ბურთის მფლობელი, კრიშტიანო რონალდუ ერთმანეთს შეადარა.

"ნეიმარის ერთადერთი პრობლემა - ეს თავით თამაშია. რონალდო ამ კომპონენტში აშკარად უკეთესია. მაგრამ რაც შეეხება ტექნიკას, ტექნიკის თვალსაზრისით ნეიმარი ბევრად აღემატება რონალდოს.

არ მახსოვს თუ როდის გაიტანა გოლი ნეიმარმა თავით, მეორე სართულზე თამაში ძალიან მნიშვნელოვანია"- განაცხადა ბრაზილიელმა სამგზის მსოფლიო ჩემპიონმა.

მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ლა ლიგაში 16 მატჩი ჩაატარა, სადაც 5 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა. რაც შეეხება ევროპის ჩემპიონს, მის ანგარიშზე 15 მატჩში 13 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემაა. 



ნეიმარი ტექნიკით საუკეთესოა..

  • kuso
  • 6 თებერვალი 2017 05:26
Marto tavit jobnis aseagi Ronaldo???

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრებმა ვარჯიში სრული შემადგენლობით ჩაატარა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით