იურგენ კლოპი: "სასწრაფოდ გამოიღვიძეთ"!

4-02-2017, 23:35

"ლივერპულმა" პრემიერლიგაში მორიგი შეხვედრა "ჰალთან" წააგო და საკუთარი გასვლა ევროსარბიელზე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. შეხვედრის შემდეგ გუნდის მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ძალიან დამწუხრებული იყო და მედიასთან განაცხადა, რომ დროა მისმა შეგირდებმა გამოიღვიძონ.

"ძალიან ცუდად გამოვიყურებით. ორი ბურთი გუნდმა მარტივად გაუშვა და ზოგადად უნდა ვთქვა, რომ პირველი ტაიმი საშინელება იყო. მეორეში დავლაგდით, თუმცა ეს საკმარისი აღარ აღმოჩნდა მატჩში გარდატეხა შეგვეტანა. ბიჭებს მინდა მოვუწოდო, რომ სასწრაფოდ გამოიღვიძონ. გონებაში ძალიან ბევრი რამ მიტრიალებს, მაგრამ ამ ყველაფრის გაჟღერებას ვერ ვახერხებ. გვმართებს იმაზე დაფიქრება, თუ რა მოხდა". - განაცხადა კლოპმა.

ამ მომენტისთვის "ლივერპული" პრემიერლიგაში მე-4 პოზიციას იკავებს.



  • beka10
  • 4 თებერვალი 2017 23:36
მოუწოდა ბიჭებს დონ კლოპმა

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ანანიძე: "ჩემი გადმოსვლის მთავარი მიზეზი ქეცბაიაა"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით