ლეო მესიმ ახალი რეკორდი დაამყარა

5-02-2017, 00:01

მოგეხსენებათ, დღეს გაიმართა ესპანეთის ლა ლიგის 21-ე ტურის მატჩი, რომელშიც კატალონიის "ბარსელონამ" ბილბაოს "ატლეტიკს" უმასპინძლა და ანგარიშით 3:0 დაამარცხა. "ბლაუგრანას" მეორე გოლის ავტორი ლეო მესის ანგარიშზეა, რომელმაც მატჩის მე-40 წუთზე ულამაზესი საჯარიმო დარტყმით აიღო გორკა ირაისოსის კარი.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული გოლი სარეკორდო აღმოჩნდა "ბარსელონას" ისტორიაში. მესიმ "ბარსას" მაისურით რიგით 27-ე გოლი გაიტანა საჯარიმო დარტყმთ, ასეთი შედეგი კი ესპანური გრანდის ისტორიაში არცერთ ფეხბურთელს არ ჰქონია. 29 წლის ფორვარდმა ლეგენდარული რონალდ კუმანის რეკორდი ჩამოიტოვა უკან, რომელსაც "ბარსას" მაისურით 26 გოლი ჰქონდა გატანილი სტანდარტული სიტუაციიდან.

შეგახსენებთ, რომ მესი "ბლაუგრანას" ძირითადი გუნდის ღირსებას 2004 წლიდან იცავს. რაც შეეხება რონალდ კუმანს, ჰოლანდიელმა 1989-95 წლებში, მხოლოდ 6 სეზონში მოახერხა თავისი 26 გოლის გატანა საჯარიმო დარტყმიდან.



ბრავოოოოო!!!

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით