ჰამშიკი მარადონას რეკორდს მიუახლოვდა

5-02-2017, 10:00

"ნაპოლის" ნახევარმცველი, მარეკ ჰამშიკი ლეგენდარული ფეხბურთელის, დიეგო მარადონას რეკორდის მოხსნასთან ახლოსაა.

სერია ა-ს შეხვედრაში "ნაპოლი" "ბოლონიას" ესტუმრა და მასპინძლები გამანადგურებელი ანგარიშით, 1:7 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში, ნეაპოლელთა კაპიტანმა, მარეკ ჰამშიკმა ჰეტ-ტრიკის შესრულება მოახერხა.

ჰამშიკისთვის ეს გოლები მის ნეაპოლურ კარიერაში 109-ე აღმოჩნდა. "ნაპოლის" საუკეთესო ბომბარდირი ლეგენდარული დიეგო არმანდო მარადონაა, რომელსაც "ღია ლურჯების" შემადგენლობაში 115 გოლი აქვს გატანილი. მარეკი იმედოვნებს, რომ მარადონას რეკორდს მიმდინარე სეზონშივე დაამხობს.

"დღეს კარგად ვითამაშე და შევეცდები ყველა შეხვედრაში მსგავსი სულისკვეთებით გამოვიდე მინდორზე. ჯამში "ნაპოლმა" კარგი ფეხბურთი აჩვენა. ჩვენ იმ გზას ვადგავართ, რითიც წარმატების მიღწევაა შესაძლებელი. გასულ ტურში სამწუხაროდ "პალერმოსთან" დასანანი ქულები დავკარგეთ, მაგრამ ჯერ ყველაფერი წინ არის.

ვიმედოვნებ, რომ მარადონას რეკორდს მიმდინარე სეზონში მოვახერხებ, ამისათვის ყველაფერს გავაკეთებ. თუ ეს ახლა ვერ შევძელი, ამას მომავალ სეზონში ვიზამ. ბედნიერი, ვარ რომ ასე ახლოს ვარ მის რეკორდთან."- განაცხადა ფეხბურთელმა.



bravo hamsiks magarr formashia

  • Ika996
  • 5 თებერვალი 2017 15:33
Chaxevs maradonas. Ubralod wlebshia dzaan didi sxbaoba

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით