რანიერი: "ზღაპარი დასრულდა"

5-02-2017, 15:27

"ლესტერის" მთავარმა მწვრთნელმა, კლაუდიო რანიერიმ მიმდინარე სეზონზე საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა.

გასულ სეზონში "მელიებმა" სასწაულის მოხდენა და პრემიერ ლიგის ტიტულის მოპოვება მაოხერხეს, მაგრამ ამჟამად "ლესტერს" მხოლოდ ორი ქულა აშორებს გასავარდ ზონაში მოსახვედრად.

"გასულ სეზონში ჩვენ რაღაც განსაკუთრებულის გაკეთება შევძელით. ეს იყო ზღაპრული რამ და გვჯეროდა, რომ ამას შემდეგ სეზონშიც ვიზამდით, მაგრამ რაღაც არასწორად გავაკეთეთ.

მჯერა, რომ შეგვიძლია კვლავ დავდგეთ სწორ გზაზე. ჩვენ გულშემატკივრის მხარდაჭერა გვჭირდება, რადგან მათთან ერთად უფო ძლიერები ვართ. დიახ, ზღაპარი დასრულდა და რეალობა დაიწყო. გასულ წელს ჩვენ მთლიანი სეზონის განმავლობაში ვიბრძოდით.

შეგვიძლია თუ არა ფრენა? ჩვენ ერთხელ უკვე გავხდით ჩემპიონები. ყველაფერი შესაძლებელია მაშინ, როდესაც ბოლომდე იბრძოლებ." - განაცხადა რანიერიმ.

imedia ar gavardeba wels

  • Ika996
  • 5 თებერვალი 2017 20:05
Chempionta liga daipyarit axla <3

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქეცბაიამ "ანართოსის" დაცვის გაძლერებას კიდევ ერთი ქართველით აპირებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით