ჟესუსი: "პეპის ზარის შემდეგ "სიტი" ავირჩიე"

5-02-2017, 18:22

"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა, გაბრიელ ჟესუსმა აღიარა, რომ პეპ გუარდიოლას ზარის შემდეგ გადაწყვიტა "სიტიში" გადაბარგება.

ბრაზილიელი ფეხბურთელით ასევე ისეთი გუნდები ინტერესდებოდნე, როგორებიც "ბარსელონა" და "რეალია", თუმცა, 19 წლის შემტევა "ქალაქელები" აირჩია.

"ჩემი შეძენით ბევრი ტოპ კლუბი იყო დაინტერესებული, თუმცა, მას შემდეგ რაც პეპმა დამირეკა, "სიტიში" გადასვლა გადავწყვიტე. გუარდიოლა ერთადერთი მწვრთნელი იყო, რომელიც დამიკავშირდა.

ყოველთვის ვუყურებდი პრემიერ ლიგას და "მანჩესტერ სიტის" თამაშებს, ამიტომ ბედნიერი ვარ, რომ სწორედ ამ კლუბის მაისური მოვირგე. ჩემი ოცნება ევროპაში თამასი იყო და ეს ამიხდა." - განაცხადა ჟესუსმა.

dzan magrad sheewtyo sitis

  • Grizi7atle
  • 6 თებერვალი 2017 20:45
didi momavali

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით