ზლატანის ახალი რეკორდი

5-02-2017, 21:22

დღეს გაიმათა პრემიერლიგის 24-ე ტურის მატჩი, რომელშიც "ლესტერმა" მანჩესტერ "იუნაიტედს" უმაპინძლა. შეხვედრა სტუმართა დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 0:3 დასრულდა.

"წითელი ეშმაკების" მეორე გოლი გუნდის ვეტერანი თავდამსხმელის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის ანგარიშზეა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული გოლი სარეკორდო აღმოჩნდა პრემიერლიგის ისტორიაში. შვედმა ფორვარდმა მიმდინარე სეზონში უკვე 15 გოლი გაიტანა, გარდა ამისა ის უკვე 35 წლისა და 125 დღის გახლავთ. ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში კი 15 გოლი ერთ სეზონში ასეთი დიდი ასაკოს მქონე მოთამაშეს არასოდეს გაუტანია.

შეგახსენებთ, რომ ზლატანი მანჩესტერულ გრანდს გასულ წელს შეუერთდა და მას შემდეგ ფეხბურთელმა 32 შეხვედრაში 19 გოლის გატანა მოასწრო.

  • maxo76
  • 6 თებერვალი 2017 13:09
Ibra sheucvlelia.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაესწრება თუ არა ბელარუსთან მატჩს მაყურებელი - ბოლო ინფორმაცია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით