"სიტი" აგუეროს არ გაყიდის

6-02-2017, 15:24

"მანჩესტერ სიტის" სურს, რომ კლუბის თავდამსხმელი, კუნ აგუერო შეინარჩუნოს.

"ქალაქელების" არგენტინელმა თავდამსხმელმა ბოლო ორი თამაში სკამზე გაატარა, რამაც ახალ ჭორებს საფუძველი ჩაუყარა, რის თანახმადაც, შესაძლოა აგუერომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბი დატოვოს.

მანჩესტერელთა მთავარი მწვრთნელი, პეპ გუარდიოლა ახალბედა თავდამსხმელით, გაბრიელ ჟესუსის თამაშით კმაყოფილია და სწორედ მას აძლევს შანსს, რასაც ბრაზილიელი კარგად იყენებს. ბოლო ორ შეხვედრაში 19 წლის ფეხბურთელმა 2 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და გუნდს ქულების მოპოვებაში დაეხმარა.

აგუეროს კლუბთან კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელი "სიტიში" 2011 წელს, მადრიდის "ატლეტიკოდან" 36 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. 

  • superfrank
  • 6 თებერვალი 2017 21:12
Aguero wava zafxulshi realshi ..

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"გვყავდა ფეხბურთის არწივები, დღეს კი უმეტესობა ინდაურია", - ყოფილმა დინამოელმა ფარერების გუნდთან განცდილი მარცხი შეაფასა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით