• 08-07-2023
    კამარუ უსმანი: “თოფურია ბრწყინვალე მებრძოლია”
    კამარუ უსმანი: “თოფურია ბრწყინვალე მებრძოლია”

    UFC-ის ნახევრად საშუალო წონის ყოფილმა ჩემპიონმა, კამარუ უსმანმა UFC 290-ის წინ თავისი რჩეული 5 მებრძოლი დაასახელა.

    ნიგერიელი სპორტსმენის რჩეულ ხუთეულში ქართველი მებრძოლი, ილია თოფურიაც მოხვდა.

    კამარუმ 26 წლის ქართველი მებრძოლის შესახებ ისაუბრა:

    “ილია UFC-ში შედარებით ახალი მებრძოლია, თუმცა დარბაზში მასთან სპარინგის საშუალება მომეცა. თოფურია ბრწყინვალე მებრძოლია. მისი კომბინაციის ხილვის შემდეგ ჩემს თავს ვუთხარი “ჯანდაბა, ძალიან მაგარი მებრძოლია”. - განაცხადა უსმანმა.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები