"არსენალის" რადარზე ლაკაზეტე გამოჩნდა

6-02-2017, 17:50

"ლიონის" თავდამსხმელი, ალექსანდრე ლაკაზეტე შესაძლოა ზაფხულში "არსენალის" ფეხბურთელი გახდეს.

25 წლის ფეხბურთელი უკვე რამდენიმე სეზონია, რაც "ლიონის" ლიდერია. ცოტა ხნის წინ, ლიგა 1-ის ერთ-ერთმა საუკეთესო თავდამსხმელმა განაცხადა, რომ კლუბის დასატოვებლად მზად არის.

L'Equipe-ს განცხადებით, "მეთოფეები" აპირებენ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ფრანგ ფეხბურთელთან კონტრაქტი გააფორმონ.

ლონდონელები აპირებენ, რომ თავდასხმა უფრო გააძლიერონ. კლუბს შესანიშნავი ფეხბურთელი ჰყავს ალექსის სანჩეზის სახით, თუმცა, კლუბი და ჩილელი ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან, რაც შესაძლოა მიზეზი გახდეს ლონდონიდან წასვლის.

მიმდინარე კონტრაქტი ლაკაზეტეს 2019 წლის ზაფხულში ეწურება.



mouxdeba arsenals es

  • superfrank
  • 6 თებერვალი 2017 21:03
Mouxdeba arsenals da premierligas

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

სამწუხარო ცნობა, გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო

დაგვიმეგობრდით