"სიტიში" ობამეიანგი ახსენეს

7-02-2017, 13:16

მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ დორტმუნდის "ბორუსიას" გაბონელმა თავდამსხმელმა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა განაცხადა, რომ ზაფხულში გერმანულ კლუბს დატოვებს. მის მიმართ ინტერესს უკვე იჩენს რამდენიმე გუნდი და მათ შორის "მანჩესტერ სიტი".

"სიტიდან" ზაფხულში შესაძლოა სერხიო აგუერო წავიდეს და აფრიკელი ფეხბურთელის ტრანსფერი ინგლისური გუნდისთვის ორმაგად საჭირო გახდება. როგორც ბრიტანულ პრესაში წერენ, "ქალაქელები" მოლაპარაკების დაწყებას ანტუან გრიზმანთანაც აპირებენ, თუმცა თავად ფეხბურთელი უფრო "მანჩესტერ იუნაიტედისკენ" მიიწევს, ვიდრე მისი თანაქალაქელისკენ.

რაც შეეხება ობამეიანგს, მან განაცხადა, რომ მისი ოცნება "რეალში" თამაშია, თუმცა სხვა ყველა შეთავაზებასაც განიხილავს. მიმდინარე სეზონში გაბონელის ანგარიშზე 21 გატანილი გოლია.

  • beka10
  • 7 თებერვალი 2017 13:16
დიდებული ფორვარდია

realshi unda movides morata araa realis donis eg benzemas verafers uzams isev obama tu echidaveba

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ ატარებს აჩი არველაძე დროს თვითიზოლაციაში (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით