"პარი სენ-ჟერმენის" დიდი გეგმები

7-02-2017, 15:25

ინგლისური სპორტული პრესა საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, ალექსის სანჩესმა და სერხიო აგუერომ შესაძლებელია მომდევნო სეზონიდან ერთ გუნდში ითამაშონ. საუბარია ფრანგულ "პარი სენ-ჟერმენზე", რომელიც ორივე ფეხბურთელის შეძენით სერიოზულადაა დაინტერესებული.

მას შემდეგ, რაც "სიტიმ" გაბრიელი შეიძინა, აგუეროს საქმე ცუდად წავიდა. გვარდიოლა მას აღარ ენდობა და დროის უმეტესი ნაწილის გატარება არგენტინელს სათდარიგოთა სკამზე უწევს. თავად ფეხბურთელმაც ერთერთ უკანასნელ ინტევიუში აღნიშნა, რომ მას მეტი სათამაშო დრო სჭირდება.

რაც შეეხება სანჩესს, მისი და "არსენალის" გზების გაყრის შესახებ საუბარი ჯერ კიდევ სეზონის დასაწყისიდან მიმდინარეობს. ბრიტანული პრესას თუ დავუჯერებთ, ჩილელი ფეხბურთელი "მეთოფეებს" ზაფხულში დატოვებს.

"პარი სენ-ჟერმენის" მფლობელმა ორივე ფეხბურთელის შეძენის სურვილი უკვე გამოთქვა, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტული ციფრები არ სახელდება.

  • beka10
  • 7 თებერვალი 2017 15:26
au es ro moxdes daerxa msofios

mainc psg iqneba

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ ატარებს აჩი არველაძე დროს თვითიზოლაციაში (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით