მსოფლიოში ყველაზე მეტ მაისურს "მანჩესტერ იუნაიტედი" ყიდის

8-02-2017, 13:18

ბრიტანულმა გამოცემა The Sun-მა საინტერესო სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მსოფლიოში ყველაზე მეტ მაისურს ინგლისური "მანჩესტერ იუნაიტედი" ყიდის. უკანასკნელი მონაცემებით, ინგლისური გრანდი გაყიდვებით მადრიდის "რეალს" ჩამორჩებოდა, თუმცა პოლ პოგბასა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის ტრანსფერებმა ყველაფერი გამოასწორა.

უნდა ითქვას ისიც, რომ "მანჩესტერს" აზიაში ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს და ეს ბაზარი თითქმის ოპტიმალურად აქვს ათვისებული. მაისურების გაყიდვებით მეორე ადგილზეა "რეალი", შემდეგ "ბარსელონა", ხოლო ათეულს "მილანი" ხურავს.

10) "მილანი"
9) "პარი სენ-ჟერმენი"
8) "ლივერპული"
7) "იუვენტუსი"
6) "არსენალი"
5) "ბაიერნი"
4) "ჩელსი"
3) "ბარსელონა"
2) "რეალი"
1) "მანჩესტერ იუნაიტედი"



  • beka10
  • 8 თებერვალი 2017 13:26
საინტერესოა მილანი რატომაა აქ

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ანანიძე: "ჩემი გადმოსვლის მთავარი მიზეზი ქეცბაიაა"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით