ჯო ჰარტი "ლივერპულს" ძალიან მიუახლოვდა

8-02-2017, 14:42

როგორც გავლენიანი ბრიტანული გამოცემები გვაუწყებენ, ინგლისელი მეკარე ჯო ჰარტი, რომელიც ამჟამად "მანჩესტერ სიტიდან" იტალიურ "ტორინოშია" განათხოვრებული, მომდევნო სეზონიდან "ლივერპულის" ღირსებას დაიცავს.

მერსისაიდელთა მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა უკანასკნელ ინტერვიუში განაცხადა, რომ სიმონ მინოლესა და ლორის კარიუსის გაწეული შრომით უკმაყოფილოა და ზაფხულში აუცილებლად ეცდება კვალიფიციური კადრების "ლივერპულში" გადაბირებას.

ჯო ჰარტმა გასულ ზაფხულს "სიტი" სათამაშო პრაქტიკის გამო დატოვა, რადგან პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ ინგლისელი მის გეგმებში არ ჯდებოდა და თუ იგი გუნდში დარჩებოდა, მესამე მეკარის სტატუსი ექნებოდა.

"ტორინოს" რიგებში იტალიის ჩემპიონატის შეხვედრებში ჰარტმა მიმდინარე სეზონში 21 შეხვედრა ჩაატარა.

  • beka10
  • 8 თებერვალი 2017 14:42
ძალიან კარგი იქნება!

  • Donnaruma10
  • 10 თებერვალი 2017 15:29
Am kacs xan lesteri xan chelsi xan liverpuli epatijeba da pepi axlac ver xvdeba mis fass

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბასილაშვილის ადვოკატი: "მორალურ ტერორში მყოფმა ნიკამ მარცხები განიცადა"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით