"რეალი" დე ხეაში 65 მილიონს იხდის

8-02-2017, 17:32

ესპანეთისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარის, დავიდ დე ხეას შეძენით "რეალი" კვლავ ინტერესდება.

მადრიდული ავტორიტეტული გამოცემის, Marca-ს განცხადებით, "თეთრები" მზად არიან ესპანელ გოლკიპერში 65 მილიონი ევრო გადაიხადონ.

ესპანელს მიმდინარე კონტრაქტი "წითელ ეშმაკებთან" 2019 წლამდე აკავშირებს. თუმცა, ინგლისური კლუბი ფეხბურთელის გაყიდვას არ აპირებს და მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს.

წყაროს განცხადებით, შესაძლოა ამ თანხამ კლუბზე გავლენა იქონიოს და დე ხეამ კარიერა "რეალში" გააგრძელოს.

შეგახსენებთ, რომ "რეალის" ინტერესი დე ხეასადმი პირველი არ არის. 2015 წელს ესპანელი მეკარე მადრიდში გადაბარგებსთან ახლოს იყო, თუმცა, ბოლო წამს ტექნიკური გაუმართავობის გამო ტრანსფერი დაგვიანდა.


imedia manchestershi darcheba :dd

  • Zouma 5
  • 8 თებერვალი 2017 20:43
Imedia wava

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბასილაშვილის ადვოკატი: "მორალურ ტერორში მყოფმა ნიკამ მარცხები განიცადა"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით