"მილანს" ზაფხულში დიდი გეგმები აქვს

8-02-2017, 21:21

მოგეხსენებათ, იტალიურ "მილანს" ახალი ხელმძღვანელობა ჰყავს, რომელიც კლუბის გულშემატკივრებს დიდი ცვლილებებს ჰპირდება. როგორც ჩანს, "როსონერის" ბოსები უკვე მოქმედებაზე გადადიან.

იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, "სან სიროს" ბინადრები მომავალ ზაფხულში შემტევი ხაზის გაძლიერებას აპირებენ. წყაროს ცნობით, მილანელების პირველი სამიზნე პიერ-ემერიკ ობამეიანგი იქნება. მოგეხსენებათ, გაბონელი ერთ დროს სწორედ იტალიურ გრანდში ირიცხებოდა, თუმცა მისი კარიერა გუნდში არცთუ კარგად განვითარდა და საბოლოოდ იგი ჯერ საფრანგეთის ლიგა 1-ში, ხოლო შემდეგ დორტმუნდის "ბორუსიაში" აღმოჩნდა. ახლა კი მილანელებს იმედი აქვთ, რომ ობამეიანგი მათ დაუბრუნდებათ.

"როსონერის" მეორე სამიზნეს რაც შეეხება, ეს გახლავთ სერხიო აგუერო. მოგეხსენებათ, არგენტინტელის კარიერა "სიტიში" საკმაო კითხვისნიშნის ქვეშ დგას. ახლად მოსულმა გაბრიელ ჟესუსმა გამოცდილი ფორვარდი მალევე ამოაგდო ძირითადი შემადგენლობიდან და შესაძლოა, აგუეროს საკმაოდ გაუჭირდეს გვარდიოლას ნდობის დაბრუნება. შესაბამისად, იტალიური გრანდის მესვეურებს იმედი აქვთ, რომ სიტუაციით ისარგებლებენ და არგენტინელს სარფიან ფასად ჩაიგდებენ ხელში.

ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რა თანხის გადამხდელები არიან მილანელები. თუმცა, როგორც ცნობილია, ხელმძღვანელობამ 100 მილიონ ევროზე მეტი გამოყო აღნიშნული ტრანსფერებისთვის.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ ატარებს აჩი არველაძე დროს თვითიზოლაციაში (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით