კარასკოს შესაძენად ევროპული გრანდები იბრძვიან

9-02-2017, 00:10

მადრიდის "ატლეტიკოს" ნახევარმცველის, იანიკ კარასკოს შესაძენად ევროპული გრანდები იბრძვიან. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Sun ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ახალგაზრდა ბელგიელის დასამატებლად ლონდონური კლუბების, "ჩელსისა" და "არსენალის" გარდა ასევე მიუნხენის "ბაიერნიც" იბრძვის. მოგეხსენებათ, გასულ ზაფხულს ბავარიული გრანდი მარიო გიოტცემ დატოვა. შესაბამისად გერმანელებს ახალი ნახევარმცველის დამატება სჭირდებათ. კარლო ანჩელოტის აზრით კი, კარასკო ზუსტად იმ ტიპის მოთამაშეა, რომელიც იდეალურად ჩაჯდება მის სათამაშო სქემაში.

რაც შეეხება ლონდონურ გრანდებს, "ჩელსის" 23 წლის ფეხბურთელის დამატება შეტევითი პოტენციალის გასაზრდელად სჭირდება. ოსკარის წასვლის შემდეგ "არისტოკრატების" რიგებში ნახევარმცველის ადგილი განთავისუფლდა და სავარაუდოდ მის შევსებას კარასკოს დამატებით ეცდებიან. რაც შეეხება "არსენალს", ბოლო დროს ხშირია საუბრები იმის შესახებ, რომ "მეთოფეებს" სულ მალე მესუთ იოზილი დატოვებს. შესაბამისად, არსენ ვენგერს მის ნაცვლად გუნდში სწორედ იანიკის მოყვანა სურს.

ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რა თანხას იხიდან გუნდები ახალგაზრდა ბელგიელის სანაცვლოდ, თუმცა ძნელად სავარაუდოა, რომ "როხიბლანკომ" კარასკო 60 მილიონ ევროზე ნაკლებად დათმოს.

  • tsandro
  • 9 თებერვალი 2017 00:20
ჩელსიში წავიდოდი ამის ადგილზე

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბასილაშვილის ადვოკატი: "მორალურ ტერორში მყოფმა ნიკამ მარცხები განიცადა"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით