დე ბრუინი საუკეთესო ბელგიელი ლეგიონერი გახდა

9-02-2017, 12:25

"მანჩესტერ სიტის" ვინგერი, კევინ დე ბრუინი საუკეთესო ბელგიელ ლეგიონერად აღიარეს.

ყოველწლიურ გალა-დაჯილდოვებაზე, ახალგაზრდა ფეხბურთელმა საუკეთესო ბელგიელის ტიტული მოიპოვა, რომელიც ქვეყნის გარეთ თამაშობს. მას ჯილდოს სახით ოქროს ბუცი გადაეცა სამახსოვროდ.

კევინმა ისეთ ფეხბურთელებს გაუწია კონკურენცია და დაამარცხა, როგორებიც არიან: "ჩელსის" კიპერი - ტიბო კურტუა, "ევერტონის" ფორვარდი - რომულუ ლუკაკუ, "მერსესაიდელთა" თავდამსხმელი - დივოკ ორიჯი და "ტოტენჰემის" მცველი - ტობი ანდერვეირელდი.

მიმდინარე სეზონში კევინმა პრემიერ ლიგაში 24 მატჩი ჩაატარა, სადაც 4 გოლის გატანა მოახერხა.

imsaxurebda namdvilad

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით