კალეხონი: "რონალდო - ნორმალური და ძალიან უბრალო ადამიანია"

9-02-2017, 13:05

მადრიდის "რეალის" ყოფილმა და ამჟამად "ნაპოლის" ფეხუბრთელმა, ხოსე კალეხონმა მსოფლიოს ვარსკვლავზე, კრიშტიანო რონალდუზე საინტერესო კომენტარი გააკეთა.

ესპანელი ფეხბურთელი "თეთრების" ღირსებას 2011-13 წლებში იცავდა, როდესაც "ესპანიოლიდან" გადმობარგდა.

"რონალდო - ნორმალური და ძალიან უბრალო ადამიანია. ის ძალიან შრომისმოყვარეა. ვარჯიშზე ყოველთვის პირველი მიდიოდა და უკანასკნელი ბრუნდებოდა სახლში. როდესაც მასთან ერთად ვთამაშობდი ყოველთვის ვცდილობდი, რომ მისგან რამე მესწავლა. შესანიშნავია, როდესაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთან ერთად თამაშობ." - განაცხადა ხოსე კალეხონმა.

შეგახსენებთ, რომ "რეალისა" და "ნაპოლის" დაპირისპირება 15 თებერვალს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.



kai atrakeb axla cale

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით